სურათის ლინკი |
ავლაბარი
თბილისის ერთ- ერთი უძველესი უბანი არის ავლაბარი. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს- ჩუღურეთს, რიყეს, ნავთალუღსა და ელიას შორის.
XI- XIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში ავლაბარს „ისანი“ ეწოდება. ავლაბრის მთავარი უბანი იყო მეტეხი და სოღდებილი. ავლაბარში ყოველთვის ხალხმრავლობაა, რადგან ავლაბარი მრავალფეროვანია ისტორიული ძეგლებით, ულამაზესი ხედებით და ლამაზი ადგილებით.
მეტეხი
ავლაბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო არის მეტეხის ტაძარი. ქალაქის ტერიტორიაზე ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო. მე-5 საუკუნეში ამ ადგილზე , წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს. მეტეხის ეკლესიიდან ხედები იშლება ძველ თბილისზე, აბანოთუბანზე, მშვიდობის ხიდზე, ნარიყალას ციხესიმაგრეზე და რიყის პარკზე. მეტეხი ძველი თბილისის სახეა.
წმ. სამების საკათედრო ტაძარი
თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება არის მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში, კუნკრეტულად ავლაბარში. მდებარეობს ავლაბარში, ელიას გორაზე, თბილისში. აშენდა 1995-2004 წლებში არჩილ მინდიაშვილის პროექტით. სამება საქართველოში ყველაზე დიდი ტაძარი არის.
რიყის პარკი
რიყის პარკი არის თბილისის გულში მოთავსებული პარკი, რომელიც ტურისტებსა და ადგილობრივებს შორის პოპულარობით სარგებლობს. რიყის პარკი აქვს საქართველოს რუკის ფორმა. რიყის პარკი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. რიყის პარკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა ''მშვიდობის ხიდი''. კიდევ პარკს ყველაზე მიმზიდველს ხდის საბაგირო, რომელიც ყოველთვის გადაჭედილია ხალხით.
წმ. ეჯმიაძინის ეკლესია
სურბ ეჯმიაძინ ეკლესია თბილისის მშვენიერი არქიტექტურული ნაგებობაა, ჯერ კიდევ
აშენებული 1805 წელს. ვაღარშაპატელი ოსტატების ხელებით და თბილისელების სახსრებით. ეკლესიის მთელი ისტორია იმაზე მოწმობს, რომ ის ყოველთვის იყო მზრუნველობის ქვეშ და მორწმუნე სომეხთა ყურადღების ცენტრში, რაზეც მოწმობს საკმაოდ ხშირად ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
Комментариев нет:
Отправить комментарий